პირველი არხის ინფორმაციით, იტალიელმა სამართალდამცველებმა 60-მდე ვებგვერდი დაბლოკეს, რომლის საშუალებითაც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ყალბი პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდებოდა, მათ შორის, ისეთი მედიკამენტების, რომლებიც გვერდითი ეფექტების გამო აკრძალული იყო. როგორც პოლიცია განმარტავს, ვებგვერდები იტალიის ფარგლებს გარეთ იყო შექმნილი.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge