დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ 13.10.2020 10:42

 

 

აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები ტერტერის, აღდამისა და გორანბოის რაიონის დაბომბვას აგრძელებენ.


სომხეთი ამ ინფორმაციას უარყოფს და პირიქით, აზერბაიჯანს ადანაშაულებს სარაკეტო თავდასხმაში. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი, შუშან სტეპანიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიანი ყარაბაღის სამხრეთ, ჩრდილოეთ, ჩრდილოთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებებით დღეს დილით სარაკეტო-საარტილერიო თავდასხმები განაახლეს.


შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც ხელი მოსკოვში მოაწერეს. შეთანხმება ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ