დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა 13.10.2020 12:57

 

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.


„2020 წლის 13 ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364- დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

 

აუქციონში მონაწილეობა მიიღო სამმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 78 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.061 პროცენტით, მაქსიმალური 8.150 %პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.123 პროცენტით განისაზღვრა",-ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ