დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ირინა ბათიაშვილი: პოლიტიკა არ არის "ცისფერი მთები"... ყველამ აკეთოს ის საქმე, რაც იცის 13.10.2020 16:04

ირაკლი ბათიაშვილის შვილი ირინა ბათიაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც, "ჯორჯიან თაიმსი" უცვლელად გთავაზობთ: 


 

"ცესკოს ოფიციალურ გვერდზე დაფიქსირებული ინფორმაციით, 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩასატარებელი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში 50 საარჩევნო სუბიექტმა მიმართა განცხადებით ცესკოს. 

 

23 საარჩევნო სუბიექტს კანონმდებლობით გათვალისწინიბული მიზეზების გამო ეთქვა უარი რეგისტრაციაზე. მაგ: არაუფლებამოსილი პირის მიერ განცხადების წარდგენა, პირადი განცხადება, ხარვეზის არ შესწორება, განცხადების წარდგენის ვადის დარღვევა.

 

დღეის მდგომარეობით, ცესკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2020 წლის არჩევნებისთვის 13 საარჩევნო სუბიექტების რეგისტრირებული პარტიული სიები ფიქსირდება.

 

იმედია, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში მნიშვნელოვანი ფრაგმენტაცია არ იქნება 2020 წლის არჩევნების შემდგომ. ვენის კომისიის 2018 წლის დასკვნის საფუძველზე, შეგვიძლია გამოვიტანოთ აზრი, რომ მნიშვნელოვანი ფრაგმენტაცია იმდენად საშიშია ქვეყნის სრულფასოვნად, მყარად და მშვიდობიანი გზით განვითარების დროს, რომ შესაძლებელია ამ შემთხვევაში ბარიერის გაზრდაც კი მოხდეს.

 

ვფიქრობ, ამ საკითხზე თვითონ პოლიტიკოსები უნდა ფიქრობდნენ და მათი პოზიციები და ქმედებები პირადული ინტერესებიდან კი არ უნდა გამომდინარეობდეს, არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან.

 

3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში. დღეს ამ ციფრის ზუსტი სტატისიკაც კი არ გვაქვს და პოლიტიკურ ასპარეზზე 50 სუბიექტის არსებობა და შემდგომ პარლამენტში შესული უამრავი სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის საქართველოს ისედაც პატარა ბიუჯეტიდან დაფინანსება, აბსოლუტურად ოდიოზურია.

 

პოლიტიკა არ არის "ცისფერი მთები".


ყველამ აკეთოს ის საქმე, რაც იცის.


პოლიტიკა და კონკრეტულად საკანონმდებლო ორგანო არის იმ ადამიანებისთვის, ვისაც შეუძლია ქვეყანაში და საერთაშორისო საზოგადოებაში წარმოშობილი გამოწვევების შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებება და ამის ინტეგრირება საზოგდოებაში. პოლიტიკა არის ასპარეზი, სადაც სახელმწიფოებრივი ინტერესებით აზროვნება და მოქმედება პოლიტიკოსს უნდა ქონდეს გულში და გონებაში გამჯდარი.

 

პარლამენტში შესული ადამიანი შემდგომ კი არ ყალიბდება სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსად, არამედ ის უკვე ამ მენტალიტეტით, პოლიტიკური მაღალი კულტურით, პროფესიონალიზმით, პოლიტკორექტულობით, ნათლად დასახული მიზნით და პატრიოტიზმით იწყებს პოლიტიკურ ასპარეზზე ნაბიჯების გადადგმას.

 

ეს არის განვითარებული ქვეყნების და დემოკრატიული საზოგადოების პოლიტიკური ცხოვრების ანბანი," - წერს ირინა ბათიაშვილი. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ