17:44 13.10.2020
თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი წარმოდგენებს ოპერის ეზოში გამართავს 

15 ოქტომბრიდან თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასი მაყურებელს წარმოდგენას თეატრის ეზოში შესთავაზებს. საბალეტო დასი ლუდვიგ მინკუსის ბალეტიდან „დონ კიხოტი“ სუიტას იცეკვებს.

 

სამმოქმედებიანი ბალეტიდან მაყურებლისთვის 45-წუთიანი ვერსია მომზადდა, რომელიც ოპერის ეზოში სპეციალურ სცენაზე შესრულდება. მაყურებლისთვის განკუთვნილი ადგილები დისტანციის დაცვით იქნება განლაგებული.

 

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის 169-ე სეზონი კოვიდპანდემიის გამო, ჯერ არ გახსნილა. სპექტაკლები 2020 წლის მარტში შეწყდა. „დონ კიხოტი“ ოპერის ეზოში თეატრის პირველი უჩვეულო წარმოდგენაა ღია ცის ქვეშ.




ავტორ(ებ)ი : geotime.ge