20:22 13.10.2020
„ევროკავშირს სურს, რუსეთთან გაფართოვდეს თანამშრომლობა საკითხებში, რომლებიც წარმოადგენს საერთო ინტერესებს“

ევროკავშირს სურს რუსეთთან ღია არხებით კავშირი და იმ საკითხებში თანამშრომლობის გაფართოება, რომლებიც ურთიერთინტერესს წარმოადგენს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელიმ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან საუბრის შეჯამებისას განაცხადა. „უმაღლესმა წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ ევროკავშირს სურს ღიად დარჩეს რუსეთთან კავშირის არხები და გაფართოვდეს თანამშრომლობა საკითხებში, რომლებიც წარმოადგენს საერთო ინტერესებს“, - ნათქვამია საგარეოპოლიტიკური სამსახურის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში. ბორელის თქმით, ევროკავშირის განაგრძობს თავისი ინტერესებისა და ფასეულობების დაცვას, მათ შორის საერთაშორისო სამართლისა და ფუნდამენტური უფლებების კუთხით.

 

 

ცნობისთვის, მოსკოვმა, შესაძლოა, ბრიუსელთან ურთიერთობა შეწყვიტოს, თუკი დასავლეთის ქვეყნებს არ სურთ ურთიერთპატივისმცემელი დიალოგის გაგრძელება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge