დღე: 29

ღამე: 13

USD 2.6711

EUR 2.8453

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საარტილერიო ბრძოლა გრძელდება 14.10.2020 09:11

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში საარტილერიო ბრძოლა გრძელდება. როგორც სომხეთის თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენელი არცრუნ ჰოვანისიანი იუწყება, აზერბაიჯანის მხრიდან შეტევა შეხების მთელი ხაზის გასწვრივ გრძელდება.

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სომხური მხარის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები გაანეიტრალეს. მათივე ცნობით, ეს კომპლექსები მიმართული იყო აზერბაიჯანის ქალაქების, მათ შორის განჯისა და მინგეჩაურის სამოქალაქო ინფრასტრუქტურისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.


ორივე მხარე მოსკოვში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.


შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს, რომელსაც ხელი მოსკოვში მოაწერეს. შეთანხმება ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ