დღე: 27

ღამე: 13

USD 2.6753

EUR 2.8473

ბოლნისში კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის ოფისი გატეხეს 14.10.2020 10:15

ბოლნისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილის საარჩევნო შტაბის ოფისი გატეხეს. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.

 

როგორც  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი შაშკინმა განაცხადა, ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტები და სამართალდამცავები მუშაობენ.

 

მისივე განმარტებით, პირველადი ინფორმაციით, შტაბიდან წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა, რომლითაც თანამშრომლები სარგებლობდნენ. დიმიტრი შაშკინი მომხდარს წინასაარჩევნო პროცესებს უკავშირებს.

 

„შეიძლება ეს ჩადენილი იყოს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც ბანდა შექმნეს რაიონში, ატერორებენ მოსახლეობას და რომლებსაც ხელმძღვანელობს მოქმედი დეპუტატის, გოგი მეშველიანის ძმა. ასევე, მაგალითი გვაქვს იმისა, რომ დასჯილი არ არის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, რომელმაც ლოდი ესროლა ვეტერანს. ის იდენტიფიცირებულია, თუმცა აქამდე არ დაუკავებიათ. ასევე არ არის დაკავებული ნახიდურის გამგებელი, რომელიც პირდაპირ ეთერში თქვენს კოლეგას დაჰპირდა, რომ თავს მოაჭრიდა“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ