რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი არ იზიარებს თურქეთის პოზიციას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტის შესახებ. როგორც ლავროვმა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების უზრუნველსაყოფად სამხედრო დამკვირვებლები უნდა განლაგდნენ.
„ახლა სამხედრო დამკვირვებლებიც საკმარისი იქნებოდა. ვთვლით, რომ სწორი იქნება, თუ იქ ჩვენი სამხედრო დამკვირვებლები იქნებიან, თუმცა საბოლოო სიტყვა მხარეებმა უნდა თქვან.
წინადადებები, რომლებიც თანათავმჯდომარეებმა შეიმუშავეს და კვლავაც მუშაობენ, მოლაპარაკების მაგიდაზე რჩება. მათი შინაარსი უკვე ცნობილია. ეს ყარაბაღის გარშემო არსებული რაიონების ეტაპობრივი, თანმიმდევრული გათავისუფლებაა, ყარაბაღის უსაფრთხოების გარანტიის დაცვითა და უზრუნველყოფით, ვიდრე განისაზღვრება ყარაბაღის საბოლოო სტატუსი “- განაცხადა ლავროვმა.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge