„სომხეთი თუ ჩვენს მილსადენებზე კონტროლის დამყარებას შეეცდება, ამას მათთვის ძალიან მკაცრი შედეგი მოჰყვება,“ - ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქულ გამოცემა Haberturk-სთან ინტერვიუში გააკეთა.
„სომხეთი ცდილობს ჩვენს მილსადენებზე თავდასხმას და მათზე კონტროლის მოპოვებას. თუ სომხეთი შეეცდება ბუნებრივი აირის მილსადენებზე კონტროლის დამყარებას, შედეგი იქნება უმკაცრესი“, – დასძინა ალიევმა.
სომხეთი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრალდებას, მილსადენებზე შესაძლო თავდასხმასთან დაკავშირებით უარყოფს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge