დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

ვანო მთვრალაშვილი - ,,სოკარმა გადასაიარაღებლად ერთწლიანი ვადა ითხოვა'' 14.10.2020 15:24

2021 წლის 1 იანვრიდან დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტი ამოქმედდება. ერთადერთი ქვეყანა, ყველა იმ ქვეყნიდან, რომლებიც დღეს დიზელის  იმპორტს ახორციელებს  პრობლემა მხოლოდ  აზერბაიჯანულ სოკარს ექმნება -  ამ თემასთან დაკავშირებით  ,,ჯორჯიან თაიმსი’’ ექსპერტ ვანო მთვრალაშვილს ესაუბრა.

ქართულ ბაზარზე, სოკარი დიზელის ერთ ერთი მსხვილი მომწოდებელია. მათ ერთწლიანი ვადა ითხოვეს, რათა გადაიარაღება მოხერხდეს და საქართველოში ევრო5 -ის სტანდარტის დიზელი შემოვიდეს.

,,სოკარ ჯორჯიას'' გაყიდვების წილი საქართველოში 38 % შეადგენს.  თვითღირებულება 10 -15 თეთრით ნაკლებია სხვა მომწოდებლების ანალოგიურ პროდუქტთან შედარებით. ამ ტიპისა და ხარისხის დიზელით   ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართული სეგმენტი სარგებლობს. ჩვენი მოძველებული ავტოპარკიდან გამომდინარე, მოწოდებული დიზელი, ფასითაც  და ხარისხითაც სრულიად აკმაყოფილებს მოთხოვნებს - აღნიშნა ექსერტმა 

მისი თქმით, ქართველი მომხმარებლისათვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ წვდომა შედარებით იაფ პროდუქტზე, მით უფრო ახალა , როდესაც პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანაში ეკონომიკური ვარდნაა.

რაც შეეხება, აზერბაიჯანულ მხარეს, მთვრალაშვილის თქმით, ტექნიკური გადაიარაღებისთვის, ბაქომ ერთწლიანი ვადა ითხოვა. რის შემდეგაც საქართველოში კვლავ შემოვა, როგორც ევრო 4 ტიპის საწვავი, ასევე მაღალი ხარისხის ევრო 5-იც

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ