დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

ნინო ჯინჯოლავა- ,,უძრავი ქონების გაყიდვა, შემცირდა მაგრამ არა დრამატულად''  14.10.2020 16:44

შემცირებულია თუ არა უძრავი ქონების გაყიდვა და რამდენად სანდოა სამშენებლო ბიზნესი, ანუ მშენებარე უძრავ ქონებაში ფულის დაბანდება.ამ თემაზე,  ,,ჯორჯიან თაიმსთან''  ,,არეა ჯგუფის'' მმართველმა პარტნიორმა ნინო ჯინჯოლავამ ისაუბრა.

 

მისი თქმით, უძრავი ქონების ბაზარი და საფინანსო ინსტიტუტები მჭიდროდ თანამშრომლობენ შესაბამისად, სამშენებლო სექტორი ყველაზე მყარად დგას ფეხზე და სანსდოობის ხარისხიც საკმაოდ მაღალია.

 

,,სამშენებლო ბიზნესი საკმაოდ მყარად დგას ფეხზე, სისტემა გაჯანსაღებულია, დეველოპერული და იპოთეკური სესხი მყიდველს საშუალებას აძლევს უძრავი, ქონება ყოველგვარი რისკის გარეშე და მარტივად შეიძინოს - აღნიშნავს ნინო ჯინჯოლავა

 

 პანდემიით გამოწვეულმა  ეკონომიკურმა ვარდნამ, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნა შეამცირა თუმცა, საერთო სურათი არაა საგანგაშო. ამას კი, თავის მხრივ, სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამამაც შეუწყო ხელი, ანუ  გაყიდვების სტიმულირებით უძრავ ქონებაზე მოთხოვნა დრამატულად არ შემცირებულა აღნიშნა ჯინჯოლავამ .

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ