დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6753

EUR 2.8473

ღია ეთერში გაკათებული განცხადების გამო დავით ხიდაშელი საგამოძიებო უწყებაში დამატებით გამოკითხვაზე დაიბარეს 14.10.2020 22:08

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომელმაც ქართულ მხარეს დავით გარეჯთან დაკავშირებული რუკების დედნები გადასცა, პროკურატურაში დამატებით გამოიკითხება. აღნიშნული ფაქტი „ინტერპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს და განმარტეს, რომ ბიზნესმენის მიერ ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში გაკათებული განცხადების გამო დავით ხიდაშელი საგამოძიებო უწყებაში დამატებით გამოკითხვაზე უკვე დაბარებულია.

 

 

ცნობისთვის, ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა, რომ მას 2019 წელს ბიძინა ივანიშვილი დაუკავშირდა და უთხრა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები შეიქმნა. ხიდაშელის ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით ივანიშვილმა მას რუკის მოძიება სთხოვა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ