დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საფრანგეთის დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში 17 ოქტომბრიდან კომენდანტის საათი დაწესდება 14.10.2020 22:48

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზსა და რამდენიმე ქალაქში 17 ოქტომბრიდან, 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდება. საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, კომენდანტის საათი ოთხი კვირის განმავლობაში იქნება ძალაში. ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთში მეორე მკაცრი კარანტინის გამოცხადება არაპროპორციული იქნება. პრეზიდენტის განცხადებით, აუცილებელია, რომ ყოველდღიური შემთხვევების რაოდენობა 20 000-დან 2-3 ათასამდე შემცირდეს, რათა ჯანდაცვის სისტემამ კორონავირუსთან გამკლავება შეძლოს. ამასთან, საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც ძალაში 17 ოქტომბრიდან შევა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ