დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

დეკანოზ მამალაძეს დღეს კლინიკაში გადაიყვანენ 15.10.2020 10:01

 

 

ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზ გიორგი მამალაძეს დღეს ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანენ. ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა.  როგორც დეკანოზის ძმამ განაცხადა, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. თორნიკე მამალაძის განცხადებით, დეკანოზს პარალიზებული აქვს მარჯვენა ხელ-ფეხი, მარჯვენა ფეხის კიდური 9-10 სანტიმეტრითაა დაწვრილებული ჯანმრთელ ფეხთან შედარებით, მარჯვენა ხელი კი, 4-5 სანტიმეტრითაა დაწვრილებული.

 

დეკანოზის ოჯახი ბრალდებულის მათ მიერ მოძიებულ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

 

გიორგი მამალაძე სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში დამნაშავედ სცნო და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ