დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

თბილისში ნარკოტიკების დამზადება-გასაღებისთვის ორი პირი დააკავეს 15.10.2020 10:39

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის  თანამშრომლებმა, 1992 წელს დაბადებული ლ.ბ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადების ბრალდებით, ხოლო 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.გ. ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღების მცდელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლ.ბ.-მ ნაქირავებ ბინაში დაამზადა და სარეალიზაციოდ დააფასოვა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ე.წ. „ბიო“, რომელიც 2020 წლის 11 ოქტომბერს, გასაღების მიზნით, კონკრეტულ ლოკაციაზე განათავსა, რა დროსაც ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა იგი ბრალდებულის სახით, ადგილზე დააკავეს.


პოლიციამ დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები. ლ.ბ.-ს მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას გულისხმობს. მეორე ბრალდებული - მ.გ. წინასწარი შეთანხმებით, ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით, ერთ-ერთ ზემოაღნიშნულ ლოკაციაზე მივიდა და დაიწყო ლ.ბ.-ის მიერ განთავსებული ნარკოტიკული საშუალების ძებნა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა შეაჩერეს და პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე მ.გ.-ის მიერ გასაღების მიზნით განთავსებული, 7 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ე.წ. "ბიო". მ.გ.-ს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის მე-5 ნაწილის "დ" და "ე" ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების არაერთგზის უკანონო გასაღების მცდელობას იმ პიროვნების მიერ, ვისაც წინათ ჩადენილი აქვს მსგავსი დანაშაული. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ