დღე: 27

ღამე: 12

USD 2.676

EUR 2.8713

რაჭაში ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება 15.10.2020 11:39

 

15 ოქტომბრის მონაცემებით, რაჭის რეგიონში გადამუშავებულია 2000 ტონამდე ალექსანდროული და მუჯურეთული. ღვინის ეროვნული სააგენტოცნობით, ადგილწარმოშობის ღვინოხვანჭკარისჯიშობრივი სიზუსტის დაცვისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ყურძნის მიმღებ ყველა პუნქტზე ამპელოგრაფები მონიტორინგს უწევენ ჩასაბარებელი ყურძენს.

 

ამასთან, რეგიონის შემოსასვლელებში მოწყობილია სპეციალური ბლოკ-პოსტები, რათა არ მოხდეს ყურძნის სხვა მუნიციპალიტეტებიდან შემოტანა და მუჯურეთულ/ალექსანდროულში შერევა.

 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, მოსავლის დაბინავების პარალელურად, უპირველეს ამოცანად რჩება ზოგადად ქართული ღვინის, და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ღვინოხვანჭკარისხარისხის უზურუნველყოფა და უნიკალური თვისებების შენარჩუნება.

 

რაჭაში რთველის ორგანიზებას თავის სპეციფიკა აქვს, ის ტრადიციულად განსხვავდება კახეთისგან. კერძოდ, ყურძნის კრეფის დაწყებამდე ერთი თვით ადრე რეგიონის ყველა შემოსასვლელში მოეწყო ბლოკ-პოსტები, რათა არ მოხდეს სხვა რეგიონებიდან ყურძნის შემოტანა, მოწმდება თითოეული მანქანა. ამ ღონისძიებების მიზანიახვანჭკარისუნიკალურობის შენარჩუნება და ამ ღვინის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა. რაჭაში ყურძნის ჩაბარება ხდება ყუთების მეშვეობით, ამპელოგრაფების მიერ მოწმდება თითოეული ყუთი, რომ არ მოხდეს ჯიშების შერევა“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

 

წელს რაჭაში, ღვინოხვანჭკარისსანედლეულო ბაზის, ალექსანდროულისა და მუჯურეთულის უპრეცედენტო რაოდენობას - 2500 ტონამდე მოსავალს ელიან.

 

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 20 პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს.

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ყურძნის მოსავლის ორგანიზებულად დაბინავების მიზნით, რთველის საკოორდინაციო შტაბი ქალაქ ამბროლაურში გაიხსნა.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ