11:53 15.10.2020
როგორი იქნება სატრანსპორტო ჰაბი, რომელიც ტალინს, რიგასა და ვილნიუსს ერთმანეთთან დააკავშირებს

 

ცნობილი ბრიტანელი არქიტექტორის, ზაჰა ჰადიდის კომპანიამ, Zaha Hadid Architects-მა ბალტიის ქვეყნების ახალი სატრანპორტო ჰაბი დააპროექტა, რომელიც ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვას დედაქალაქებს ერთმანეთს უახლესი რკინიგზით, ტრამვაითა და საავტომობილო მაგისტრალით დააკავშირებს.
 

კომპანიის განცხადებით, დედაქალაქების დამაკავშირებელი სატრანპორტო ჰაბი 870 კილომენტრის სიგრძის იქნება და მათ შორის, ევროპაში უსწრაფესი ელექტროენერგიაზე მომუშავე ჩქაროსნული მატარებელი იმოძრავებს.

 

 პროექტის განსაკუთრებულობას წარმოადგენს მატარებლით, ტრამვაითა და ავტომობილით გადაადგილების ერთმანეთთან თანამედროვე სისტემით დაკავშირება და ყველაფრის ერთ სივრცეში მოქცევა.

 

აღსანიშნავია, რომ Zaha Hadid Architects-ის მიერ დაპროექტებული შენობები ყოველთვის მოდერნისტული არქიტექტურული სტილით

 

პროექტი საბოლოოდ 2026 წელს დასრულდება.

 

 

 




ავტორ(ებ)ი : geotime.ge