დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: საქართველოს ეკონომიკა 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპით გაიზრდება 15.10.2020 15:11

ექპერტი ეკონომიკის საკითხებში ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს:

 

"მავანს, განსაკუთრებით ოპოზიციას არ მოეწონება ეს, მაგრამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და ჩვენს რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება.

 

ძალზედ საინტერესოა სსფ-ს მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს ეკონომიკის მიმოხილვა,სადაც წერია, რომ საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 5.0 პროცენტით შემცირდება, ხოლო 2021 წელს 5.0 პროცენტით გაიზრდება. 2021-2025 წლებში კი საშუალოდ საქართველოს ეკონომიკური ზრდა 5.5% იქნება.

 

ეს ნიშნავს, რომ რეგიონში ჩვენ გვექნება ყველაზე მაღალი ზრდა, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა სწორედ წარმართავს ეკონომიკურ პოლიტიკას.

 

იმედი მაქვს, რომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების პირობებში და იმ იმედით, რომ ქართველი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს, ჩვენ შეიძლება ეკონომიკის მეტ ზრდასაც მივაღწიოთ შემდეგ ოთხ წელიწადში, თუკი შევინარჩუნებთ სტაბილური განვითარების კურსს.

 

სტაბილურობა კი მიღწეული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ქვეყანას ეყოლება ყოველგვარი კოალიციების გარეშე ჩამოყალიბებული მთავრობა.

 

მნიშვნელოვანია სსფ-ის პროგნოზი მთავრობის ვალთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც 2020 წლის შემდეგ ქვეყანას ვალის შემცირების ტენდენცია ექნება და საქართველო ექნება იმ ქვეყნებს შორის, ვინც საშუალოვადიან პერიოდში ეფექტურად მოახერხებს გაზრდილი ვალის კონსოლიდაციას, მაშინ, როცა ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: ჩეხეთი, ესტონეთი, რუმინეთი, პოლონეთი, რუსეთი, ვალი 2020 წლის შემდგომაც ეზრდებათ.

 

აღსანიშნავია, რომ ვალის შეამცირებს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ის გარემოება, რომ 2020 წელს მოზიდული საერთაშორისო დაფინანსებით საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი ფისკალური ბუფერების დაგროვება, რაც შეამცირებს მომდევნო წლებში საგარეო დაფინანსების მოზიდვის საჭიროებას,"- წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ