დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზი საქართველოსთან მიმართებაში 15.10.2020 17:52

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ევროპასა და რეგიონში 2021-2025 წლებში ყველზე მაღალი ტემპებით გაიზრდება. IMF-ის შეფასებით, 2021 წელს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, ხოლო 2021-2025 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 5.5% იქნება, თუმცა ეს საშუალოვადიანი პროგნოზი მომავალში, შესაძლოა, კორექტირებას დაექვემდებაროს.

IMF-ის ახალი შეფასებით, 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, რაც ერთი პროცენტული პუნქტით უფრო მეტია, ვიდრე ეს ფონდის მიერ აპრილში იყო ნავარაუდევი. 2021 წელს პროგნოზირებული 5%-იანი ზრდა კი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკის ზომა 2019 წლის დონეს 2021-ში უნდა დაუბრუნდეს

საქართველოს სხვა მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, IMF-ის პროგნოზის თანახმად, 2021 წელს საქართველოს მთავრობის ვალი კანონით განსაზღვრულ 60%-იან ნიშნულს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება და 58.79%- მიაღწევს

ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი, 2020 წელს მშპ-ის 10.8%-მდე გაიზრდება და 2021 წელს 8.5%-მდე შემცირდება

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ