დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

გიორგი ცუცქირიძე: 2021 წლიდან ქვეყნის ეკონომიკა ვალის შემცირების ტენდენციაზე გავა 15.10.2020 18:04

ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში საერთაშორისო სავალუტო ფონდის(IMF) მსოფლიო ეკონომიკის განახლებულ მიმოხილვას ეხმაურება:

 

"საერთაშორისო სავალუტო ფონდის(IMF) მსოფლიო ეკონომიკის განახლებული მიმოხილვა (WEO), პირველ რიგში იმ თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი, რომ წლის დასაწყისის შეფასებისაგან განსხვავებით, ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებს, პანდემიური პერიოდის რეცესიული კონიუქტურიდან გამომდინარე, აფასებს. ანგარიშის თანახმად, 2020 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, 2021 წელს კი აღდგენა 5%-ის ტოლი იქნება, ხოლო IMF-ის პროგნოზი 2022 წლისთვის სულაც 6%-იან ზრდას შეადგენს.

 

ნიშანდობლივია, რომ IMF-ის შეფასება, გაცილებით ოპტიმისტური შეფასებაა, ვიდრე მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომელიც 2021 წელს შედარებით ნაკლებ 4%-იან აღდგენას ითვალისწინებს.

 

შედარებისათვის მიმდინარე წლის რეცესიის შემდეგ, რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2 % დან 3 %-ის ფარგლებში მერყეობს. თვით ბელორუსის შემთხვევაშიც კი, რომელმაც არ ჩაკეტა თავისი ეკონომიკა 2020 წელს ვარდნა 3%, 2021 წელს აღდგენა მხოლოდ 2.2% იქნება, ხოლო ყაზახეთში 3 %.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი, ოპტიმისტურია საშუალოვადიან პერიოდშიც. თვალსაჩინოებისათვის, 2021-2025 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონის ქვეყნებს შორის, და შესაბამისად საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფადაც გადალახავს პრეკრიზისულ მაჩვენებელს. ეს ფაქტორი კი რეგიონში დაწყებული საომარი მოქმედებების კონტექსტშია მნიშვნელოვანი. გაზრდილი რისკების მიუხედავად, პირდაპირ არის დაკავშირებული, და მხოლოდ პოზიტიურად აისახება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე.

 

რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაკროეკონომიკური მდგრადობის თვალსაზრისით, უკვე მომავალი 2021 წლიდან ქვეყნის ეკონომიკა ვალის შემცირების ტენდენციაზე გავა და საქართველო ექნება იმ ქვეყნებს შორის, ვინც საშუალოვადიან პერიოდში ეფექტურად მოახერხებს ვალის მართვას, მისი შემდგომი შემცირებით, და რაც გასულ წლებში ფისკალური რეფორმის შედეგად ფისკალური ბუფერების დაგროვებით გახდა შესაძლებელი.

 

ეს ფაქტორი იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა თუნდაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ჩეხეთი, ესტონეთი, რუმინეთი, პოლონეთი ვალი 2020 წლის შემდგომაც ეზრდებათ.

 

სსფ-ის პროგნოზი ფაქტიურად პასუხია ოპოზიციური სპექტრის წინასაარჩევნო სპეკულაციებზე არაეფექტურ ანტიკრიზისულ მენეჯმენტზე, ეკონომიკის მოსალოდნე კოლაფსზე თუ კრიტიკულად გაზრდილ სამთავრობო ვალზე. თითქოსდა მთავრობის ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, მომავალ წლებში ჩვენი გადასახდელების ხარჯზე არის გაზრდილი.

 

პირიქით, როგორც ვხედავთ, გლობალური რეცესიის გამოწვევების და გაურკვევლობის ზრდის მიუხედვად, საქართველო არის იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც შედარებით ნაკლები დანაკარგებით მოახერხებენ ეკონომიკური რეცესიიდან გამოსვლას და ეკონომიკური აქტივობის ზრდასთან ერთად, ქვეყანის ეკონომიკას რეგიონში ყველაზე მაღალი ზრდის ტენდენცია ექნება!"- წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ