დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

„სახელმწიფოს ღალატის" შესახებ სსსკ-დან მუხლის ამოღება სამშობლოს ღალატია - ავხსნი, რატომ?“ 15.10.2020 21:12

ამირან სალუქვაძის პოსტი:

 

 

სახელმწიფოს ღალატის" შესახებ სსსკ-დან მუხლის ამოღება სამშობლოს ღალატია. ავხსნი რატომ:

 

ამ დღეებში, როცა დავწერე ამ მუხლის ამოღების შესახებ, ბევრ იურისტთან მომიწია კამათი, თუ რატომ არ შეიძლებოდა ამ მუხლის ამოღება. რა არგუმენტები აქვთ: - 307-ე მუხლში მეორდებოდა ქვემოთ, 308-დან 321-ე მუხლების ჩამონათვალი; - 307-ე მუხლი უშვებდა საშიშროებას, რომ ეს მუხლი მიეყენებინათ ნებისმიერი ადამიანისთვის. ორთავე არგუმენტი მცდარია/სიცრუეა. პირველი არგუმენტის პასუხი. დიახ, 307-ე მუხლში იყო ქვემოთ ჩამოთვლილი, 308-321-ე მუხლების მხოლოდ სათაურები, ანუ მითითებული იყო დანაშაულები, რომელთა ჩადენაც ითვლებოდა სახელმწიფოს ღალატად. დღევანდელი კოდექსით, ანუ 2007 წლის შესწორებების შემდეგ ჯაშუშობა, საიდუმლოების გაცემა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურში შესვლა და სხვა დანაშაულები, სახელმწიფოს ღალატად აღარ ითვლება.

 

მეორე არგუმენტის პასუხი. სიცრუეა, თითქოს ამ ცვლილებით, თუ მოისურვებენ, ან საქმეს ვერ შეუკერავენ ვინმეს, ან მუხლს ვერ მიუყენებენ. ქვემოთ ტექსტში ნახავთ, რომ ყველა დანაშაულზე, ჯაშუშობა, საიდუმლოების გაცემა, ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება, საგარეო უშიშროების ხელყოფა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურში შესვლა და სხვა, შესაბამისი მუხლები და სასჯელები არსებობს, უბრალოდ, როგორც ზემოთ დავწერე, სახელმწიფოს ღალატად აღარ ითვლება. თუ სურდათ გამეორებების ამოღება, შეეძლოთ სათითაო მუხლში ჩაეწერათ. მაგალითად: "ჯაშუშობა არის სახელმწიფოს ღალატი და ისჯება თავისუფლების აღკვეთით..." ერთთან მქონდა ასეთი კამათი. იმის გამო, რომ ჩვენ საგარეო კურსი კონსტიტუციით გვაქვს გამყარებული, პრორუსულ პარტიებს ძველი რედაქციით სახელმწიფოს ღალატს მიუსადაგებდნენო. მცდარი მტკიცებაა. პოლიტიკურ პარტიას საგარეო კურსის გამო სტატიას ვერ მიუყენებ. თუ ეს პარტია ხელისუფლებაში მოვა და კონსტიტუციის ცვლილების გარეშე, ანტიკონსტიტუციურ ხელშეკრულებას წინასწარ გააფორმებს, ან ანტიკონსტიტუციურ საგარეო კურსს გამოაცხადებს, ან მოლაპარაკებებს გამიაცხადებს, ის დაარღვევს კონსტიტუციას და სსსკ-ს 309-ე მუხლს. ხელისუფლებაში მოსვლის გარეშეც, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია მსგავსს მოლაპარაკებებს გამართავს, შესაძლოა როგორც ძველი, ისე ახალი რედაქციით, ისედაც მიუყენონ 309-ე მუხლი. უბრალოდ ადრე ჩაითვლებოდა ღალატად, დღეს აღარ ჩაითვლება, თორემ 10-დან 15 წლამდე სასჯელს მაინც მიიღებს.

 

სასჯელს გარდა, არსებობს სამშობლო, აღზრდა, მორალი, პატრიოტიზმი და ა.შ. მოკლედ, როგორც ძველი, ასევე ახალი რედაქციით: - ჯაშუშობა ისჯება, ოღონდ ღალატად აღარ ითვლება; - საიდუმლოების გაცემა ისჯება, ღალატად აღარ ითვლება; - უცხო ქვეყნის სპეცსამსახურში შესვლა ისჯება, ღალატად აღარ ითვლება; - საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა ისჯება, სახელმწიფოს ღალატად აღარ ითვლება და ა.შ. კიდევ ერთი. იურისტებს ნუ გაქვთ პრეტენზია, რაღამც კანონების წერა იცით, სხვის დაუკითხვად უნდა წეროთ. თქვენი საქმეა სწორად, იურიდიულად გამართულად დაწეროთ. რა მიზნით და რა შედეგის მისაღებად უნდა დაიწეროს, თქვენც გაქვთ ხმის უფლება და სხვა სპეციალისტებსაც. როგორც პროგრამისტი, პროგრამირება იცის, მაგრამ ამოცანას სხვა უსახავს. პარლამენტის დაკომპლექტებაზეც მცდარი წარმოდგენებია, თითქოს ძირითადად იურისტები უნდა იყვნენ. ხალხმა ხომ არ იცის, ვინ აკეთებს შავ სამუშაოს და ვინ წერს?! სხვათაშორის, პარლამენტს ეხება და დეპუტატის როლს, 307-ე მუხლის ამოღება რომ დანაშაულია, ამას იურისტობა არ სჭირდება. სამშობლო უნდა გიყვარდეს, საკუთარ ფუძეს უნდა გრძნობდე, ღალატის მნიშვნელობა უნდა გესმოდეს, არა იურიდიულად, არამედ მლრალურად. მწვანე თუ წითელი ღილაკის დაჭერას დიდი ტვინი არ სჭირდება, არც უნარების ტესტები. აი, პაწუხისმგებლობა კი დიდია. მაგალითად, მოგიწევთ საზღვრის დელიმიტაციის რატიფიკაცია, ან სხვა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე ხმის მიცემა. აქ მარტივი უნარები არ იქნება საკმარისი. ეს ისე... ამ მუხლის ამოღებას ხომ უმეტესობამ ხმა მისცა?! ვინც ხმა მისცა, ჩემი აზრით ღალატი ჩაიდინა. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ