დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის სახლი პოლიციამ გაჩხრიკა - მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა 15.10.2020 23:10

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის სახლი პოლიციამ გაჩხრიკა. „ბიბისის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები ფრანგი მაღალჩინოსნების მიერ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს და მათ კანონიერებას სწავლობენ. ოლივიე ვერანის გარდა, პოლიციელებმა ასევე გაჩხრიკეს ქვეყნის ჯანდაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორ ჟერომ სალომონის სახლიც. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად ადეკვატურად და სწრაფად მოქმედებდნენ ფრანგი მაღალჩინოსნები პანდემიის დროს. „ბიბისის“ ცნობით, გამოძიებაში ფიგურირებს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსიც და მისი წინამორბედი ედუარდ ფილიპი. საქმის გამოძიება ივლისში დაიწყო, როდესაც რამდენიმე ექიმმა და „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა ახლობლებმა მთავრობის წევრებს სამსახურებრივ გულგრილობაში დასდეს ბრალი. საქმეს სპეციალური სასამართლო იძიებს.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ