დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

აზერბაიჯანი სომხეთს რამდენიმე დასახლების დაბომბვაში ადანაშაულებს, სომხეთი კი პირიქით აზერბაიჯანს თავდასხმაში სდებს ბრალს 16.10.2020 09:59

 

 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ისევ ადანაშაულებენ.


სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღამით აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არაღიარებული ყარაბაღის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დასახლებას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა.


აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება ამ ინფორმაციას უარყოფს და სომხეთს გორონბოის, ტერტერის, აღდამისა და აღჯაბადის რეგიონების დაბომბვაში ადანაშაულებს.


შეგახსენებთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოსკოვში მოაწერეს, რომელიც ძალაში 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან შევიდა. თუმცა რეგიონში საომარი მოქმედებები კვლავ გრძელდება.

 

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ