დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

დავით ზარდიაშვილი სააკაშვილზე: ფიზიკურად დავსაჯოთ და პოლიტიკურად დავმარხოთ 16.10.2020 13:04

ბლოგერი დავით ზარდიაშვილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს ეხმაურება:

 

"ვუსმინე და ვუყურე გუშინ გადაცემა „არენაში“ (თუ - არენაზე?) საქართველოს თავდაცვის მინისტრს - ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს და მთელი ღამე ფაქტიურად ვეღარ მოვისვენე. რადგან პასუხი ვერ მომიძებნია:

რა ჰქვია ამას? დრამატურგიის მაინც რომელი საოცარი ჟანრია და რა თამაშდება ამ არენაზე?! დრამაა, ტრაგედიაა, კომედიაა თუ ფარსია?! ჯანდაბას, რაც არის, მაგრამ ბოლო-ბოლო ხომ უნდა დასრულდეს?! ოდესმე კვანძი არ უნდა გაიხსნას, ფინალური სცენა არ უნდა გათამაშდეს და ფარდა არასდროს აღარ უნდა დაეშვას?! ნუთუ მომავალ არჩევნებში კვლავ ამ უბედურებას, სცენაზე უკვე ჩამობერებულ-გახრწნილი „მანიაკი, ბოროტი მასხარას“ „უნაოჭო“ სიფათს, მორიგ ენით აუწერელ, გამაოგნებელ სიავკაცეში მის მხილებასა და ამაზრზენ კუნტრუშს უნდა უყუროთ?!

 

მერაბ მამარდაშვილი მწარედ დასცინოდა რუსულ ისტორიას და რუსები ხომ არ ვართ?! სწორედ ამიტომ დასცინოდა: გაუთავებლად განმეორებადი უაზრობისა და აბსურდული სცენარის გამო, რაც მუდმივად ერთი და იგივე უგემური ლუკმის გაუთავებლად ღეჭვასა და ვერ გადაყლაპვას ჰგავს, რასაც არარა - ე.ი. საერთოდ არაფერი მოაქვს, ანუ ნამდვილ და არა მითიურ - ჯოჯოხეთს ნიშნავს!

 

ვნახეთ, ბატონო, ვნახეთ! ზეპირად, უკვე ძილშიაც ვიცით (მე კი გუშინ აღარც დამეძინა!), რას წარმოადგენს ეს „მანიაკი, ბოროტი მასხარა“ და მისი, როგორც „მთავარის“ გმირის, შემდგომი ყურებით აბსოლუტურად შეუძლებელია რაიმე გამოცდილების, გარდა ჯოჯოხეთის მანკიერ წრეზე ტრიალისა, მიღება!

 

დავასრულოთ და მიწა მივაყაროთ! ბოლო-ბოლო ვინაა, ვინ ოხერია, მართლა ლენინი ხომ არ არის, პოლიტიკური მავზოლეუმი რომ აუშენეთ და ვეებერთელა რიგიც გვიდგას?! აბა მოთვალეთ, რამდენი ხალხი უყურებს ამ ბოროტი მასხარას ცოცხლად აშმორებულ პოლიტიკურ გვამს ტელევიზორში და როგორ აქცია იგი, როგორც ლენინი მავზოლეუმში, მასავით დამპალმა პროპაგანდამ ქვეყნის „მთავარ“ ამბად და სანახაობად, რაც უკვე ზედიზედ 8 წელია, ყოველდღიურად გულს, გრძნობასა და გონებას გვიწამლავს ?! საარაკოდ სამარცხვინოა ამის გაუთავებლად ყურება!

 

ნორმალურ ქვეყანაში მხოლოდ იმის გამო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქის პოლიტიკაში მონაწილეობას კი არა, მის წამყვან აქტორად წარდგენას ყველაზე უფრო ამაზრზენად ბოროტი და უტიფარი ხერხებით გაუთავებლად ცდილობს, დიდი ხანია უკვე, გათიშავდნენ ყველა ასეთ ტელევიზიას!

 

ანდა, რას ნიშნავს ის, რომ ქართული სამართალი ვერა და ვერ მისწვდა მსგავს "მანიაკსა და ბოროტ მასხრას" რომელმაც სამშობლო გაყიდა?! ნუთუ ისე დაძაბუნდა ქვეყანა და სახელმწიფო, რომ ამ მასშტაბის, მთელს მსოფლიოში გაუგონარ ბოროტმოქმედაბას, რაც გარეჯის გაყიდვაა, ისევ ხახვივით შეარჩენს?!

 

სად არის აქ ქვეყნისა და სახელმწიფოს ღირსება?! ნაცები საკონსტიტუციო სასამართლომ აკრძალოსო! რად უნდა სააკაშვილს საკონსტიტუციო სასამართლო?! მის იქ გაბაწვრას, სადაცა გდია, საქართველოში ყურით ჩამოთრევასა და დასჯას სხვა რამ სჭირდება. პოლიტიკური ნება, ხოლო სპეც-ოპერაციაში, თუკი ეს საჭირო გახდა, ბებერი და არაპროფესიონალი რომ არ ვიყო, მეც კი უდიდესი სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას!

 

სააკაშვილს თუკი როგორც ჯერ არს, ისე დასჯის სამართალი, სხვების დასანახად, ჭკუისსასწავლებლად და გასაფრთხილებლად, ნაცების ხროვა, როგორც ამ " მთავარის" ავაზაკის გარშემო შემოკრებილი ყიზილბეშების ბანდა, თავისით დაიფანტებიან!

 

ხალხო! გეხვეწებით: ფიზიკურად დავსაჯოთ და პოლიტიკურად კი დავმარხოთ რა, ბოლო- ბოლო დავმარხოთ ეს შობელძაღლი, დავ-მარ- ხოთ!!!

ქრისტიანები აღარა ხართ?!"-წერს ის.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ