დღე: 14

ღამე: 9

USD 2.68

EUR 2.8848

ილჰამ ალიევი - სამშვიდობოების მონაწილეობის საკითხი განხილვის სტადიაშია 16.10.2020 13:52

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, მთიან ყარაბაღში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებით მშვიდობისმყოფელების შემადგენლობისა და მათი მონაწილეობის შესახებ საბაზისო პრინციპები მოცემულია, მაგრამ ჯერჯერობით საკითხი განხილვის სტადიაზეა.
მისივე თქმით, საკითხში გათვალისწინებული უნდა იყოს აზერბაიჯანის სიტყვა.

 

„სამშვიდობოების შეყვანის საკითხი ჯერჯერობით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ფართოდ ჯერ არ განხილულა. ამიტომ, ჯერ უცნობია, ვინ შევა მათ შემადგენლობაში. არსებულ პირობებში, როდესაც საბრძოლო მოქმედებების აქტიური ფაზა მიმდინარეობს, ეს ცოტა ადრეა. თუმცა, ამ საკითხში გათვალისწინებული უნდა იყოს აზერბაიჯანის სიტყვა, რადგან მოქმედებები მიმდინარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე“ , - განუცხადა თურქულ ტელეკომპანია „NTV“-ს ილჰამ ალიევმა.

ავტორ(ებ)ი : ,,ნტვ'

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ