დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

„გირჩის“ ინფორმაციით, თბილისში მათ წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა 17.10.2020 00:37

„გირჩის“ ინფორმაციით, თბილისში მათ წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა. პარტიის პრესსამსახური ინფორმაციით, ისინი წინასაარჩევნო ყრილობას ლესელიძის ქუჩის 28 ნომერში, „სახელოსნო ბარში“ მართავდნენ, რა დროსაც მათთან სამართალდამცველები მივიდნენ და კანონდარღვევაში დაადანაშაულეს. პოლიციის წარმომადგენლებმა მათ უთხრეს, რომ მსგავს დაწესებულებებს 22:00 საათის შემდეგ მუშაობის უფლება არ აქვთ, თუმცა პარტიის პრესსამსახურში ამბობენ, რომ მათ უბრალოდ ბარის ტერიტორია ითხოვეს და იქ დროებით წინასაარჩევნო შტაბი გახსნეს. პარტიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაკავებული არავინაა, თუმცა პოლიციამ ობიექტის სახელზე ჯარიმა გამოწერა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ