17:29 17.10.2020
„31 ოქტომბერიც მალე მოვა...“
გიორგი ცუცქირიძის პოსტი:
გუშინ ბათუმში ნაცოპოზიციის გნებავთ გაერთიანებული ნაცური ოპოზიციის მიტინგმა, ერთი ჭეშმარიტება დაადასტურა. ბელადომანიის ავადმყოფური ბაცილა სანამ ამ ქვეყანაში დასაშვებ მინიმალურ ზღვარზე არ ჩამოვა, ქვეყნის განვითარება შეუძლებელი იქნება. გასაგებია, რომ ამბიციამოძალებული და ძალაუფლების მანიაკალური ჟინით შეპყრობილი ბელადის, ლამის ჟიზოფრენიამდე მისული სურვილი, ძალაუფლება კვლავ დაიბრუნოს ყველაფრის ფასად, რაიმე ლოგიკის რაციონს ნაკლებად იტოვებს!
კოვიდ ინფიცირებულთა რიცხვის ისედაც კატასროფულად მზარდი ტენდენციისას, ერთ ვიწრო ქუჩაზე რომ შეყრი სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოყვანილ ადამიანებს, მასობრივი მხარდაჭერის ილუზიის შესაქმნელად, დისტანცია რომ დაიცვა, რაოდენობის თვალსაზრისით ხომ გაცილებით მეტი ადამიანი გამოჩნდება? ამ ალოგიკურობის, ნეო ბოლშევიზმისათვის დამახასიათებელი მსხვერპლშეწირვის და მეტასტაზებად მოდებული დაავადების სერიოზულ სიმპტომებზე მათივე ლიდერების კომენტარები მიუთითებს, ხოლო ცნობილი ღრიღოლ "შტაბკვარტირის" კომენტარებმა არა თუ ცინიზმის, არამედ ნორმალურობის დიდი კითხვის ნიშნები დატოვა.
ნეობოლშევიზმის სინდრომით შეპყრობილი პოლიტიკური ხროვის მიერ, "ჯოგური იმუნიტეტის" საკუთარ მომხრეებში გამოცდა, და შორეული ციალიდან ბელადის გამოჩენაზე, მასობრივი ფსიქოზით უხვად ნაზავი, მათივე ხავილი აჩვენებს იმ მწარე რეალობასაც, რომ ეს სენი მოსახდელია! პოლიტიკური ძალა, რომელიც შემჩნეულია ისტორიის გაყალბებაში და სამშობლოს ღალატში, რომლის მართველობის დროსაც დაიკარგა ჩვენი ტერიტორიის მესამედზე მეტი, დროა ქართულმა სახელმწიფომ, თუ მას თავმოყვარეობა გააჩნია, მოისროლოს ისტორიის სანაგვეზე ერთხელ და სამუდამოდ, მის მხარდამჭერ პოლიტსპექტრთან ერთად, ხოლო დამნაშავეებს კუთვნილი ადგილი მიუჩინოს!
ჩვენ გაცილებით უარესი განსაცდელიც გამოგვივლია და არც მოღალატეების სიმცირეს ვუჩიოდით სამწუხაროდ, მაგრამ ხომ მოვედით ავად თუ კარგად აქამომდე, ძლევაიც ყოფილა საკვირველი!
31 ოქტომბერიც მალე მოვა...



ავტორ(ებ)ი : geotimes.ge