11:05 18.10.2020
საქართველოში კორონავირუსის 1 192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 17 477შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 233 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 8060

 

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ რვა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 136-ს შეადგენს.

 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 388-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

გუშინ საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 246 პაციენტი.




ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge