12:04 18.10.2020
მარინა ენდელაძე: სტაციონარებში საწოლების პრობლემა არ იქნება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე მიიჩნევს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების მიუხედავად, ქვეყანაში საწოლების პრობლემა არ იქნება.

 

ენდელაძის თქმით, ინფიცირებულებს შორის ბევრი მსუბუქი შემთხვევაა, რის გამოც ისინი ბინაზე მკურნალობენ, ხოლო სტაციონარში მოთავსდებიან ის პაციენტები, ვისაც ჰოსპიტალიზაცია სჭირდებათ.

 

„ვფიქრობ, რომ საწოლფონდის პრობლემა არ იქნება, რადგან ბევრია მსუბუქი პაციენტი, ისინი რჩებიან ბინაზე და ვფიქრობ, ის პაციენტები, რომელთა სტაციონარში მოთავსება იქნება აუცილებელი, მოთავსდებიან. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა მარინა ენდელაძემ.

 

მარინა ენდელაძე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას რეგულაციების დაცვაზე და ამბობს, რომ ეპიდვითარება პრაქტიკულად, საგანგაშოა და გაფრთხილება სჭირდება.




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge