დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6729

EUR 2.8469

არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პრობლემა აქვს თავის წარსულთან 18.10.2020 13:45

ამ არჩევნებში საზოგადოებას მართლაც აქვს საშუალება, რომ დესტრუქციული პოლიტიკური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყვანოს პოლიტიკური ველიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

მისი შეფასებით „ნაციონალურ მოძრაობას“ წარსულთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

 

„ირაკლი კობახიძემ მართლაც სწორი პოლიტიკური შეფასება გააკეთა, მართლაც არაერთი არგუმენტი არსებობს იმისათვის, რომ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით და ჩვენი გამარჯვებით მოხდეს პოლიტიკური ველიდან ისეთი დესტრუქციული პარტიის გაყვანა, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“ და რა თქმა უნდა, დემოკრატიის გაძიერებასთან, თავისუფალ არჩევნებთან ერთად, რომელიც ქვეყნის მომავალს უკავშირდება, ამ არჩევნებში საზოგადოებას მართლაც აქვს საშუალება , რომ ეს დესტრუქციული პოლიტიკური პარტია, „ნაციონალური მოძრაობა“ გაიყვანოს პოლიტიკური ველიდან.

 

რაც შეეხება იმ პოპულისტურ არგუმენტებს, რაც ამ შეფასების პასუხად მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოამდგენლებისგან და მათი მზარდამჭერებისგან,მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ შევქმენით ისეთი დემოკრატია, სადაც საზოგადოება არჩევნებით იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. „ქართული ოცნება“ არის მომავალზე ორიენტირებული, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი აქვს პრობლემა თავის წარსულთან და აქვს უმძიმესი კითხვები, რომელზეც პასუხები არ არის გაცემული მათი მხრიდან“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ