დღე: 27

ღამე: 11

USD 2.6802

EUR 2.8555

„ჰანთერ ბაიდენის კომპიუტერიდან გავრცელებული ინფორმაცია ჯო ბაიდენის პრეზიდენტობას შეუძლებელს ხდის“ 18.10.2020 20:03

ჰანთერ ბაიდენის პერსონალური კომპიუტერიდან გავრცელებული ინფორმაცია ჯო ბაიდენის პრეზიდენტობას შეუძლებელს ხდის – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა. 

 

„ჰანთერ ბაიდენის ლეპტოპი კატასტროფაა ბაიდენის მთელი ოჯახის, განსაკუთრებით, მისი მამის, ჯოსთვის. ეს უკვე დადასტურებული ფაქტია და არ შეიძლება უარყო, რომ ყველა ეს ინფორმაცია არის რეალური. ეს შეუძლებელს ხდის 50%-ით, ან 10%-ით ჯოს მიერ ოდესმე პრეზიდენტის თანამდებობის დაკავებას“, – განაცხადა ტრამპმა.

 

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, ჯო ბაიდენის შვილის, ჰანთერ ბაიდენის გადაგდებული პერსონალური კომპიუტერიდან ინფორმაცია აღადგინეს. ამის შესახებ საზოგადოებას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადვოკატმა, რუსი ჯულიანიმ განუცხადა. ირკვევა, რომ ჰანთერ ბაიდენმა ჯო ბაიდენს, რომელიც იმ დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი იყო, უკრაინული ენერგო კომპანიის, „ბურისმას“ ოფიციალური წარმომადგენელი წარუდგინა ერთი წლით ადრე, ვიდრე უკრაინაში პროკურორს გაათავისუფლებდნენ, რომელიც აღნიშნული კომპანიის საქმეს იძიებდა. საუბარია „ბურისმას“ საბჭოს მრჩეველზე, ვადიმ პოჟარსკიზე. სწორედ კომპანია „ბურისმაში“ მუშაობდა ჰანთერ ბაიდენიც. ჯო ბაიდენის უკრაინის კომპანიის წარმომადგენელთან შეხვედრის შესახებ მანამდე ცნობილი არ იყო.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ელექტრონული ფოსტის გზავნილში პირდაპირ წერია, რომ პოჟარსკი ვაშინგტონში ჯო ბაიდენს შეხვდა. 2014 წლის საფოსტო გზავნილში პოჟარსკი ჰანთერ ბაიდენს ეკითხება, თუ როგორ შეუძლია თავისი გავლენის გამოყენება კომპანიის სახელით. ამერიკული გამოცემები წერენ, რომ ჯო ბაიდენი უცხოურ ბიზნესგარიგებებზე შვილთან საუბარს უარყოფს. „ნიუ იორკ პოსტი“ წერს, რომ პოჟარსკის მიერ ჰანთერ ბაიდენისთვის მადლობის გადახდიდან რვა თვის შემდეგ, 2015 წელს, ჯო ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტზე, პეტრო პოროშენკოზე და პრემიერ-მინისტრზე, არსენ იაცენიუკზე ზეწოლას ახდენდა, რომ პროკურორი ვიქტორ შოკინი მოეხსნათ. მოხსნის შემდეგ, შოკინმა თქვა, რომ „ბურისმას“ წინააღმდეგ გამოძიებისთვის სპეციალური გეგმები ჰქონდა, რომელიც უკავშირდებობდა საბჭოს ყველა წევრს, მათ შორის ჰანთერ ბაიდენს. თავად ჯო ბაიდენი ვიქტორ შოკინის მოხსნას კორუფციულ ეჭვებს უკავშირებდა. ჰანთერ ბაიდენი კომპანია „ბურისმაში“ 2014 წლიდან მუშაობდა. მანამდე, რესპუბლიკელებმა „ტვიტერი“ და „ფეისბუქი“ მიკერძოებულობაში დაადანაშაულეს ჰანთერ ბაიდენზე გამოქვეყნებული სტატიის გამო, რომლის გავრცელებაც სოციალურმა ქსელებმა დაბლოკეს.

 

 

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ