დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა 19.10.2020 09:24

 

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალები მთელი ღამის განმავლობაში გორანბოის, ტერტერისა და აღდაბის რაიონებს ბომბავდნენ, ხოლო დილიდან აღჯაბადის ტერიტორიაზე განახორციელეს საარტილერიო თავდასხმა.  


მათივე  ცნობით, აზერბაიჯანის შეაიარაღებული ძალები ამ ეტაპზე, მთელს ფრონტზე აკონტროლებენ ვითარებას.


ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი განცხადებით,  აზერბაიჯანის არმიამ ჯებრაილის რაიონში კიდევ 13 სოფელი გაათავისუფლა. ქვეყნის  თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის არმიამ დიდი რაოდენობით ცოცხალი ძალა და სამხედრო აღჭურვილობა დაკარგა.


შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან უნდა შეწყვეტილიყო,  თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ.

 

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო.

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ