ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის ეტაპი გორის რაიონულ სასამართლოში დღეიდან იწყება. სხდომა სასამართლოში 15:00 საათზე დაიწყება, რომელზეც ნაფიც მსაჯულთა კანდიდატების სიას დაამტკიცებენ.
ნაფიცი მსაჯულების მიერ საქმის განხილვის სურვილი და თანხმობა სამმა ბრალდებულმა - არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და ვახტანგ ჩიქოვანმა გამოთქვეს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა ხუთი პირის მიმართ მიმდინარეობს. შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებულის საქმე კი ცალკე წარმოებად გამოიყო.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge