დედამიწას 40 241 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ასტეროიდი უახლოვდება. ის ჩვენს პლანეტას 2 ნოემბერს, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების წინა დრეს ჩაუქროლებს. ამერიკელმა ასტროფიზიკოსის ნილ დეგრას ტაისონის განცხადებით, უზარმაზარი კოსმოსური სხეული 2018VP1 დედამიწასთან ახლოს ჩაივლის, თუმცა მას ზიანს არ მიაყენებს.
NASA– ს ინფორმაციით ასტეროიდი 2018VP1 დედამიწას 2 ნოემბერს საღამოს 20:33 საათზე მოუახლოვდება და ჩვენს პლანეტას 384 ათას კილომეტრში გაუვლის. მეცნიერების ვარაუდით მისი ატმოსფეროში მოხვედრის შანსი ძალიან მცირე - დაახლოებით 240-დან ერთი, ანუ 0,41 %/- ია.
ასტეროიდი 2018VP1 დედამიწის სიახლოვეს ბოლოს 2018 წლის 16 ნოემბერს დააფიქსირეს.
ავტორ(ებ)ი : geotime.ge