საპარლამენტო არჩევნებამდე 12 დღით ადრე „თავისუფალი საქართველო“ „ლელოს“ დებატებში იწევს.
როგორც „თავისუფალი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატობის კანდიდატმა, როინ ხიჯაკაძემ განცხადა, ლელოს“ შემადგენლობაში ვალერი გრიგალშვილი გაწევრიანდა, რომელიც თავის დროზე სულხან მოლაშვილის საქმის პროკურორი იყო.
„გაუგებარია „ლელოს“ წევრების განცხადებები, როდესაც ისინი ერთი მხრივ სასამართლო რეფორმებზე და მურუსიძე-შოთაძის ამ სისტემიდან გაშვებაზე საუბრობენ, ხოლო მეორე მხრივ, გრიგალაშვილი ჰყავთ საკუთარ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებული. ეს ფაქტი აბსოლუტურად გაუგებარია, ამიტომაც ჩვენ მართლმსაჯულების სისტემაზე სასაუბროდ, „ლელოს“ დებატებში ვიწვევთ და კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ „ლელო“ არის იმ მართლმსაჯულების კორუმპირებული სისტემის ლობისტი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შექმნა, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ შეინარჩუნა. როგორც ჩანს, „ლელოც“ აპირებს ამ ტენდენციის გაგრძელებას“, - განაცხადა როინ ხიჯაკაძემ.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge