ისლამისტები საფრანგეთში მშვიდად ვერ დაიძინებენ, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა. აღნიშნულ ინფორმაციას მედია საშუალებები BFM TV-ზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა ეს განცხადება თავდაცვის საბჭოს შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომლის მონაწილეებმაც ისტორიის მასწავლებლის მკვლელობის საკითხზე იმსჯელეს.
შეგახსენებთ, პარასკევს პარიზის ერთ-ერთ გარეუბანში მდებარე სკოლის შენობასთან ისტორიის მასწავლებელი მოკლეს. თავდამსხმელი მოსკოვში დაბადებული, წარმოშობით ჩეჩენი 18 წლის ახალგაზრდა იყო, რომელიც დაკავების დროს გაწეული წინააღმდეგობისას პოლიციამ მოკლა. პედაგოგის მკვლელობასთან დაკავშირებით სამართალდამცავებმა 11 პირი დააკავეს.
გუშინ საფრანგეთში ათასობით ადამიანმა მოკლული მასწავლებლის მიმართ სოლიდარობის გამოსახატად დემონსტრაციები გამართა.
ავტორ(ებ)ი : BFM TV-ზე