დღე: 25

ღამე: 12

USD 2.691

EUR 2.8756

გია ხუხაშვილი -"ქართული ოცნება" 40%-ის ზღვარზე გადის'' 19.10.2020 12:37

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილი აზრით, ოპოზიცია პროპორციულ არჩევნებს  პირველსა და მეორე ტურშიც მოიგებს, იმიტომ რომ მეორე ტურში ძალა ცენტრისკენ მეტად იხრება ,, ოცნება’’ კი 40 % ზღვარზე გადის.

 

გადაუწყვეტელ ამომრჩეველს  ოპოზიციისგან უკეთესი შეთავაზებები სჭირდება იმიტომ, რომ სიკვდილის შიში ახლა წინა პლანზე წამოვიდა, ფაქტობრივად ჩვენ ამის ფონზე მოგვიწევს არჩევნების გავლა და სიკვდილის შიშმა შეიძლება ბევრი რამე შეცვალოს - ოპოზიციას ახლა სჭირდება მიზანმიმართული, ძალინა სწორი კამპანიის ჩატარება, - განაცხადა პოლიტოლოგმა.

 

 

შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, არჩევნები წელს 120/30 -ზე სისტემით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება 30 მაჟორიტარული წესით (22 რეგიონებში, 8 - თბილისში) და 120 პროპორციული სიით არჩეული დეპუტატი.

 

საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა 117 ხმით 3-ის წინააღმდეგ, 29 ივნისს დაამტკიცა. ცვლილებათა პროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ