დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

გიორგი გახარია: ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს 19.10.2020 13:21

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ბოლო პერიოდის განმავლობაში, ზოგიერთი პოლიტიკოსი და ექსპერტი კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს და საზოგადოებაში პანიკის დათესვას უწყობს ხელს.

 

მისივე განცხადებით, პანიკის დათესვა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს.

 

„სამწუხაროდ, ბოლო პერიოდის განმავლობაში ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის, ისევე როგორც ექსპერტის მხრიდან, ვრცელდება ცრუ ინფორმაციები და ამ ცრუ ინფორმაციების აშკარად მიზანი არის უსაფუძვლო პანიკის დაეთესვა მოსახლეობაში, რაც აბსოლუტურად მიუღებელია. პანიკის დათესვა არის ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება პასუხისმგებლიანმა მოქალაქემ ქვეყანას დამართოს, თან სრულიად უსაფუძვლო პანიკის. ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ბოლო თვეების განმავლობაში წარმატებული იყო იმიტომ, რომ კონსოლიდირებულად და ერთიანად ვიბრძოდით რამდენიმე ფრონტზე. ეს იყო ვირუსთან გამკლავება და ეკონომიკის გადარჩენა და ამ ბრძოლას გავაგრძელებთ, რა თქმა უნდა, ჩვენს მოქალაქეებთან ერთად. სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში ინფიცირების რაოდენობა რეკორდულად იზრდება, ფაქტობრივად ყოველ კვირაში გვაქვს რეკორდის განახლება. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს საქართველოში. პირველი ტალღის დროს ჩვენ სწორად შევაფასეთ ჩვენი რესურსები და მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება და საკმაოდ რთული „ლოქდაუნი“ გამოვაცხადეთ. არ დაგვავიწყდეს, რომ მაშინ ელემენტარულად პირბადე არ გვქონდა ქვეყანაში და ქვეყანაში იყო ამის დეფიციტი. ჩვენ მაშინ ვაკეთებდით 200 ტესტს და არანაიორი ცოდნა მსოფლიოსთან ერთად არ გვქონდა და იმედი გვქონდა, რომ რამდენიმე თვეში გაჩნდებოდა ვაქცინა. სამწუხაროდ, ეს ვაქცინა არ გაჩნდა. დღეს ვართ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში“, - განაცხადა გახარიამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ