დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ანდრია გვიდიანი - ,, არჩევნები მართლაც, რომ გადაიდოს ოპოზიციის შანსი მაინც ნულია’’ 19.10.2020 16:21

ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არჩევნების გადადების იდეით გამოდიან,ვერ შეძლებენ ისეთი საარჩევნო კამპანიის გამართვას, რომელიც მათ არჩევნებს მოაგებინებს განაცხადა ,,ჯორჯიან თაიმსის’’ რადიოეთერში გიორგი ცუცქირიძის საავტორო გადაცემა "ახალი ეკონომიკის" სტუმარმა ანალიტიკოსმა ანდრია გვიდიანმა.  

 

,,ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს ისეთი საარჩევნო კამპანიის ჩატარება, რომელიც მათ არჩევნებს მოაგებინებს, სწორედ ამიტომ ითხოვენ არჩევნების გადადებას,, - აცხადებს ანალიტიკოსი

 

მისი თქმით, არჩევნები მართლაც, რომ გადაიდოს და თუნდაც გაზაფხულზე გაიმართოს ოპოზიციურ ფლანგს გამარჯვების შანსი მაინც არ აქვს,ისინი მხოლოდ ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამოდიან და მავნებლურ პოლიტიკას აწარმოებენ , ამის ნათელი მაგალითი კი ბათუმში გამართული აქციაა.

 

,, პარტია,  რომელიც მიტინგზე ხალხს კრებს , არანაირ რეგულაციას იცავს, ის არაა დაინტერესებული ხალხის ბედით და მხოლოდ ვიწროპარტრიული ინტერესებიდან გამოდის- ამბობს გვიდიანი

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ