ევროპელი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ მათი დაგეგმილი აქცია, რომელიც გააუქმეს რამდენიმე დღის წინ, მშვიდ გარემოში ვერ ჩატარდებოდა.
როგორც სერგი კაპანაძემ რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში განაცხადა, ძველი აქცია ავტომანქანების მარშით ჩაანაცვლეს, რომელიც ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართება.
„პასუხისმგებლობით მოვეკიდეთ, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის საკითხს, რადგან ბოლო 2 დღის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა. შეიძლება პრაგმატულად და პოლიტიკურად არასწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს დ გვესმის, რომ რთული იქნებოდა მარშის დროს დისტანციის დაცვა. ამიტომ ეს მარში გავაუქმეთ და სამაგიეროდ გვექნება ავტომანქანების მარში, ოთხშაბათს, 21 ოქტომბერს, მთელი საქართველოს მასშტაბით. კოლონები ჩამოვლენ და კულმინაცია თბილისში იქნება, როცა ეს მანქანები მივლენ ივანიშვილის სასახლესთან. მანქანაში 2-3 ადამიანი იქნება, პირბადითა და ყველა რეკომენდაციის დაცვით.
ბუნებრივია სრულფასოვანი ჩანაცვლება არ გამოვა, მაგრამ ბიძინა ივანიშვილზე ძალიან ბევრი ადამიანია გაბრაზებული და ასე გამოვხატავთ ამას,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge