დღე: 26

ღამე: 14

USD 2.6711

EUR 2.8453

ვის დაუკვეთა სინამდვილეში „მთავარმა არხმა” კვლევები და რომელ დეტალში იმალება ეშმაკი? 19.10.2020 20:58

„ორგანიზაცია „იპსოსი” რომლის ჩატარებული კვლევის შესახებ ტელეკომპანია „მთავარის” დირექტორმა ნიკა გვარამიამ რამდენიმე დღის წინ დააანონსა, აცხადებს, რომ IPSOS France „მთავარი არხის” დაკვეთილ კვლევასთან არანაირ კავშირში არ არის. ამ ინფორმაციას „დაიჯესტი“ ავრცელებს. მათივე განმარტებით, IPSOS France -კვლევების დირექტორი, მეთიუ გალადი აცხადებს, რომ კვლევა მათ ორგანიზაციას არ ჩაუტარებია. მისი განცხადებით, ქართულმა მხარემ, ანუ ტელეკომპანია „მთავარმა” საპარლამენტო არჩევნების შესახებ კვლევა იპსოსის უკრაინის ოფისს დაუკვეთა და შესაბამისად, ჩვენი კითხვების ადრესატებიც ისინი იყვნენ. მეთიუ გალადი: მე შემიძლია დავადასტურო, რომ ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინის ჩვენმა ადგილობრივმა ფილიალმა „Ipsos Ukraine“-მ ჩაატარა გამოკითხვები საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამასთან, Ipsos France არ მონაწილეობდა ამ კვლევებში. თუ დამატებითი დეტალები გჭირდებათ ამ გამოკითხვებთან დაკავშირებით, გირჩევთ პირდაპირ დაუკავშირდეთ ჩემს კოლეგებს უკრაინაში. შესაბამისად, კითხვები, რომელიც კვლევასთან დაკავშირებით გვქონდა, უკრაინის ოფისთან გადავამისამართეთ“ნათქვამია „დაიჯესტის“ ინფორმაციაში. 

 

შეგახსენებთ, რომ ნიკა გვარამიამ კვლევების გამოქვეყნებამდე სწორედ იპსოს საფრანგეთი დაანონსა თავის ფეისბუკ გვერდზე.

 

ამ ფაქტს ეხმაურება ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი, რომელმაც თავის მხრივ გაარკვია, ვინ არის უკრაინის ოფისის ხელმძღვანელი და რა პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს მას:

 

„წლევანდელ წინასაარჩევნო კამპანიაში ნაცოპოზიციამ რამდენიმე სავიზიტო ბარათით დაგვამახსოვრა თავი - აქამდე არნახული ფეიკ-ნიუს-კასკადი, სოციოლოგიური გამოკვლევების აქამდე არნახული გაყალბება და ელემენტარული, მოკლეფეხებიანი ტყუილი. აქედან ერთ-ერთი ბოლო - "მთავარი საკანალიზაციო არხის" მიერ შეკვეთილი და ე.წ. "ipsos france"-ს მიერ ჩატარებული კვლევები, რაზეც თავად ამ კომპანიის პარიზის სათაო ოფისის ხელმძღვანელობას მოუწია ოფიციალური განმარტებების გაკეთება - ტყუილიაო, ჩვენ საქართველოში არანაირი სოციოლოგიური გამოკითხვა არ ჩაგვიტარებიაო, რამდენადაც ეს ჩვენთვის არისო ცნობილი, აღნიშნული კვლევები უკრაინის კიევის ოფისმა ჩაატარაო. კი ბატონო, მთავარია, მიუკერძოებელი და აპოლიტიკური იყოს ეს ოფისი, ნაცსექტასთან არ იყოს რაიმე სუბიექტურ სიმპათიებში შემჩნეული, ან თუნდაც "ქართულ ოცნებასთან" და გინდ ტანზანიის ipsos-ს ჩაეტარებინა. შევდივართ ipsos ukraina-ს დირექტორის ფბ- გვერდზე და ვაწყდებით საინტერესო დეტალს, რომელშიც, როგორც ვიცით ეშმაკი იმალება. და აი ისიც - ანუ ეშმაკი: მწირი, სულ რაღაც 12 მოწონებაში, ბატონ დირექტორს ერთადერთი პოლიტიკოსი მოწონებია, თუ გამოიცნობთ, რომელი?

უკრაინის ოფისის ხელმძღვანელის სეგეი კორნევის ფეისბუკგვერდი

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ