„ენტონი ფაუჩი კატასტროფაა, მისთვის რომ მომესმინა, 500 000 გარდაცვლილი გვეყოლებოდა,“- ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელზე ენტონი ფაუჩზე გააკეთა.
მისი თქმით, ამერიკელები დაიღალნენ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებით და კორონავირუსით.
”ხალხი დაიღალა ფაუჩის და ყველა ამ იდიოტის მოსმენით ”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, ენტონი ფაუჩიმ CBS-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კოვიდ 19-ით დაინფიცირება არ გაკვირვებია, რადგან ტრამპი სოციალურ დისტანციას არ იცავს და პირბადესაც არ ატარებს.
ავტორ(ებ)ი : geotimes.ge