09:37 20.10.2020
"ქვეყნის არმიამ ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით მტრის ცოცხალი ძალა და ტექნიკა გაანადგურა"-აზერბაიჯანის თავდაცვის უწყება

 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიამ ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით მტრის ცოცხალი ძალა და ტექნიკა განადგურა.

 

მათივე ცნობით, განადგურებულია ორი T-72 ტიპის ტანკი, ოთხი - BM-21 "Grad" YARS-ის სარაკეტო სისტემა, D-30 ტიპის ქვემეხი და 5 ჯავშანმანქანა.

 

„ჩვენი  ჯარი ოპერატიულ ვითარებას მთელ ფრონტზე აკონტროლებს,“- განაცხადეს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

 

შეგახსენებთ, რომ 17 ოქტომბერს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის ახალ შეთანხმებას მიაღწიეს. ცეცხლი 18 ოქტომბრის 00:00 საათიდან უნდა შეწყვეტილიყო,  თუმცა მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევაში კვლავ ადანაშაულებენ.

 

მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს დაიწყო.

 




ავტორ(ებ)ი : geotimes.ge