დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6728

EUR 2.8532

საქართველოში კორონავირუსისგან 328 ადამიანი გამოჯანმრთელდა და 15 გარდაიცვალა 20.10.2020 11:34

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 328 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათ რაოდენობა 8666-ს შეადგენს.

 

რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან კიდევ 15 პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 158-მდე გაიზარდა.


როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, გარდაცვლილებიდან თბილისში 7 დაიღუპა, ბათუმში 4, ქუთაისში 2, გორში 1, ხოლო მცხეთაში 1 პაციენტი.

 

საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 19857 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

 

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ