დღე: 20

ღამე: 9

USD 2.6797

EUR 2.8812

ნათია მეზვრიშვილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების შეზღუდვას არ გამორიცხავს 20.10.2020 11:41

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტით გადაადგილებაზე, სადაც საჭირო იქნება, შეზღუდვები ისევ დაწესდეს. როგორც მეზვრიშვილმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, შეზღუდვები წერტილოვნად დაწესდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება.

 

„გადაადგილების ნაწილში ბათუმში გვქონდა შეზღუდვები, რომელიც მოვხსენით - შიდა საქალაქთაშორისო გადაადგილებას ვგულისხმობ. თუ საჭიროება კიდევ იქნება, ამაზე საბჭო იმსჯელებს ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და წერტილოვნად ამ გადაწყვეტილებების მიღება მოხდება იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ