დღე: 30

ღამე: 14

USD 2.6728

EUR 2.8532

ნათია თურნავა: იმედი გვაქვს, მალე მოვხსნით სარესტორნო შეზღუდვებს 20.10.2020 12:52

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მხოლოდ თბილისში მდებარე რესტორნების 22:00 საათის შემდეგ მუშაობის შეზღუდვა არასამართლიანი იყო, რადგან მოქალაქეებმა მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორნებში გადაინაცვლეს. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 

"ჩვენ კარგად გვესმის, რესტორნების წუხილი, ვიცით მათი პრობლემები. იცით, რომ ანტიკრიზისული პროგრამის ფარგლებში ჩვენ რესტორნებზე გავავრცელეთ პროგრამა "აწარმოე საქართველოში" და ისინი საკრედიტო -საგარანტიო სქემის ბენეფიციარები არიან. გასაგებია რომ მათ გარკვეული პრობლემები შეექმნათ, მაგრამ რესტორნების 22:00 საათის შემდგომ მუშაობის შეზღუდვის გადაწყვეტილება იყო სრულიად მიზანშეწონილი, იქიდან გამომდინარე, რომ ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება. ამასთან, ეს არის შედარებით ლმობიერი შეზღუდვა, თუ ვნახავთ სხვა ევროპული ქვეყნების მაგალითებს, სადაც შედარებით მკაცრი ზომები, სწორედ ასეთი საზოგადოებრივი კვებისა და თავშეყრის ადგილების მიმართ მიიღეს. ზოგიერთმა ქვეყანამ სრულად დაკეტა და შეზღუდა კაფეებისა და რესტორნების მუშაობა. რაც შეეხება ამ შეზღუდვის მცხეთის მუნიციპალიტეტის რესტორნებზე გავრცელებას, რესტორნებიდან მოდიოდა საკმაოდ სამართლიანი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისის რესტორნებიდან ადამიანებმა გადაინაცვლეს მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორნებისკენ. ეს ჩვეულებრივ მდგომარეობაში არის სასიამოვნო ადგილი, სადაც ოჯახთან ერთად შეიძლება მიირთვა, მაგრამ ეს ერთი მხრივ, ასუსტებდა ჩვენი გადაწყვეტილების ეფექტურობას, მობილობას არ აგდებს, მეორე მხრივ, უსამართლო იყო თბილისის რესტორნების მიმართ. აქედან გამომდინარე ვიმსჯელეთ და მცხეთის მუნიციპალიტეტის რესტორნებზეც გავრცელდება ეს შეზღუდვა. იმედი გვაქვს, მალე გადავლახავთ ამას და მოვხსნით ამ შეზღუდვას. მხოლოდ მთავრობა შეზღუდვებით ვერ შეაკავებს ვირუსს, ძალიან დიდი თვითშეგნება უნდა იყოს გამოჩენილი", - განაცხადა ნათია თურნავამ.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ