დღე: 28

ღამე: 13

USD 2.691

EUR 2.8756

საია გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების გამო, გამოძიებას ითხოვს 20.10.2020 13:12

 საქართველოს გენერალურ პროკურატურას მივმართავთ და მოვითხოვთ, გელათის სამონასტრო კომპლექსის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყოს. საუბარია არა უბრალოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლზე, არამედ ძეგლზე, რომელიც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, - ამის შესახებ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ჩინოვნიკების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა გულგრილობას.

 

„გელათში არასწორი გადახურვის შედეგად მიღებული დაზიანებები მიადგა, როგორც მთავარ დიდ ტაძარს, ასევე მეორე ტაძარსაც. დღეს ჩვენ საქართველოს გენერალურ პროკურატურას მივმართავთ და მოვითხოვთ გამოძიება ძეგლის დაზიანების ფაქტზე დაიწყოს, საუბარია არა უბრალოდ ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლზე, საუბარია ეროვნული კატეგორიის ძეგლზე, რომელიც მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. ჩვენ ყველა ის დოკუმენტი შევისწავლეთ, რომელიც ამ ეტაპისთვისაა საჯარო.

 

უახლოეს პერიოდში თავად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს მივმართავთ გამოვითხოვთ ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც დაწყებული ფინანსური მხარით, დამთავრებული მთელი ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონიტორინგსა და ზედამხედველობას უკავშირდება. თუმცა ის ინფორმაციები, რომელიც საჯაროა და ის დოკუმენტები, რომლებზეც დაფუძნებითაც თავად სააგენტო გელათში არსებულ მდგომარეობას მცირე ხარვეზებს უკავშირებს, სინამდვილეში არა მცირე ხარვეზია, არამედ ძეგლის დაზიანებაა, რომელზეც პასუხი უნდა აგოს, როგორც კომპანიის წარმომადგენელმა, ასევე გამოძიებამ უნდა შეისწავლოს ჩინოვნიკების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა გულგრილობას. დღეს მივიღეთ სავალალო შედეგი, როდესაც წვიმის შემდეგ ფრესკები ირეცხება.

 

საქართველოს კანონი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ნათლად და მკაფიოდ ასახავს ნებართვის გამცემის პასუხისმგებლობას ძეგლზე სამუშაოების წარმოების დროს - სააგენტოს რა როლი ეკისრება და როგორ უნდა შეასრულოს ეს ყველაფერი, ამ კანონის მიხედვით მონიტორინგი აუცილებელი იყო. შესაბამისად, ჩვენ გამოძიების წინაშე მეორე საკითხსაც ვსვამთ - შესწავლილი იყოს არა მარტო კომპანიის წარმომადგენლების პასუხისმგებლობა, ასევე თავად სააგენტოების პასუხისმგებლობა, რომლებმაც დიდი ალბათობით არაჯეროვნად შეასრულეს დაკისრებული ვალდებულებები", - განაცხადა სალაძემ.

 

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ