დღე: 25

ღამე: 12

USD 2.6802

EUR 2.8555

“ევროპული საქართველოს“ და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა სამოქალაქო აქტივისტებს გიორგი რურუას შეწყალებისთვის შეგროვებული ხელმოწერები გადასცეს 20.10.2020 13:17

“ევროპული საქართველოს“ და “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერებმა სამოქალაქო აქტივისტებს გიორგი რურუას შეწყალებისთვის შეგროვებული ხელმოწერები გადასცეს.

 

“ევროპული საქართველოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას განცხადებით, “ევროპული საქართველო” მხარს უჭერს სამოქალაქო აქტვისტების ამ ინიციატივას.

 

“გიორგი რურუა იყო 8 მარტის შეთანხმების ნაწილი და მთელი მსოფლიო გამოთქვამდა შეშფოთებას, რომ მისი ციხეში ყოფნა არის პოლიტიკური დევნა და ნეგატიურ გავლენას ახდენს წინასაარჩევნო გარემოზე. მიუხედავად ამისა, “ქართულმა ოცნებამ” გააგრძელა პოლიტიკური დევნა და მეტიც, დაიჭირეს ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა. აქედან გამომდინარე ვუერთდებით ინიციატივას, რომელიც გამოთქვეს სამოქალქო აქტივისტებმა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ამ შეთანხმების მიზნით, შეიწყალოს გიორგი რურუა. დღეს მის ხელშია ამ უსამართლობის გასაღები. “ევროპული საქართველო” ჩვენს პარტნიორ პარტიებთან ერთად გადავცემთ სამოქალაქო აქტივისტებს ათასობით ხელმოწერას”,- განაცხადა ხოშტარიამ.

 

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით კი, საქართველოში უნდა დამთავრდეს პოლიტიკური დევნა და პოლიტიკური ანგარიშსწორება.

 

“რასაც აწერ ხელს, ის ყოველთვის უნდა შეასრულო. როცა იღებ ვალდებულებას, ეს უნდა შეასრულო და არასდროს არ უნდა გამოიყენო შენი ძალაუფლება პოლიტიკური მიზნებისთვის. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით. გიორგი რურუა არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეგიძლია საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის ადამიანი ჩასვა ციხეში”,- განაცხადა ვაშაძემ.

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ