დღე: 27

ღამე: 12

USD 2.6859

EUR 2.8804

უცხოური პრესა: მაიკ პომპეო თავისიანებს ურტყამს, რომ უცხოებს ეშინოდეთ 20.10.2020 15:22

აზერბაიჯანის რუსულენოვანი გაზეთი „კასპიი“ («Каспий») აქვეყნებს სტატიას სათაურით „მაღლა ვზივარ და შორს ვიყურები“ // მაიკ პომპეო თავისიანებს ურტყამს, რომ უცხოებს ეშინოდეთ“, რომელშიც სომხეთ-აზერბაიჯანის ომთან დაკავშირებით დიდი სახელმწიფოების პოზიციაა გაანალიზებული, კონკრეტულად კი - მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მომგვარებელი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების - რუსეთის, აშშ-ისა და საფრანგეთის, აგრეთვე მის შემადგენლობაში მყოფი სხვა ქვეყნების - ნატოს წევრების მოქმედება.


„როცა მთიანი ყარაბაღის შესახებ ეუთოს მინსკის ჯგუფი ყალიბდებოდა (1992 წელს), უკვე ცნობილი იყო, რომ მისი მოქმედება ივან კრილოვის ცნობილი იგავის - გედის, კიბოსა და თევზის მოქმედების სცენარს დაემსგავსებოდა. მოსკოვს სურდა, რომ სამხრეთ კავკასიაში ერთადერთი ბენიფაციარი ყოფილიყო, პარიზსა და ვაშინგტონს კი მხოლოდ მცირე წილით დაკმაყოფილება უწევდათ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ფრანგებმა მოახერხეს რუსებისა და ამერიკელების „შუბლით შეჯახების“ ფონზე საქართველოში პრეზიდენტის სავარძელზე თავიანთი პიროვნება დაესვათ, ახლა კი სომხეთში ისინი ხელს უწყობენ ნიკოლ ფაშინიანის პროდასავლურ გადახრას და აქედან გამომდინარე, თვითგამოცხადებული „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკას“ და გვერდით „აჩოჩებენ“ ჯგუფის სხვა წევრებს - სხვათა შორის, თავიანთ ნატოელ მოკავშირეებს“, - აღნიშნულია სტატიის დასაწყისში.


პუბლიკაციაში გაკრიტიკებულია აშშ-ისა და რუსეთის პოზიცია:


„იმის ნაცვლად, რომ მთიან ყარაბაღზე აზერბაიჯანის იურისდიქცია დაიცვას, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის აღიარებული და მხარი დაუჭიროს ბაქოს უფლებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ოკეანის გაღმიდან მომზირალი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეო ჰგონია, რომ ის უფრო მაღლა ზის, ყველაფერს ხედავს და აცხადებს - „ფაქტია, რომ აზერბაიჯანს თურქეთი ეხმარება. მოვუწოდებთ ყველა საერთაშორისო მოთამაშეს, თავი შეიკავონ რეგიონის მოვლენებში ჩარევისგან“. რასაკვირველია, მისი ნათქვამი რუსეთსაც ეხება, რომელიც თვითმფრინავების მეშვეობით სომხეთს იარაღით ამარაგებს. ნათქვამია, „ქურდობაზე ადამიანს თუ ვერ წაასწრებ, ისე ქურდად ვერ ჩათვლიო“ და ამიტომაც მაიკ პომპეო, მოსკოვის დასანახავად, თავის ნატოელ მოკავშირეებს ურტყამს.


წყარო: http://www.kaspiy.az/pages/q.pdf

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : geotime.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ